თქვენთვის საქართველოს მაღალმთიანეთიდან
თიამო-ს ორგანული ჩაის მოყვანა, დამუშავება და შეფუთვა ხდება მაღალმთიანი იმერეთის ბიოლოგიურად სუფთა გარემოში, რომელიც ცნობილია ჩაის კულტურისთვის იდეალური ეკო-კლიმატური პირობებით.
ორგანული წარმოების მოთხოვნების მკაცრი დაცვისა და ჩაის მომზადების უძველესი წესების გამოყენებასთან ერთად, თიამო-ს ორგანული ჩაის დამზადებისას უდიდესი ყურადღება ეთმობა დეტალებს. ჩაის ნაზი ფოთლების დაკრეფიდან მის გაშრობამდე და შეფუთვამდე, წარმოების თითოეული ეტაპი ზედმიწევნით არის დაცული, რაც მზა ჩაის მდიდარ გემოსა და მიმზიდველ არომატს ანიჭებს.უტყუარი ტერუარი - უნიკალურად ქართული
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ხავერდოვანი ჩაი“ ყოველწლიურად აწარმოებს გამორჩეულ ორგანულ ჩაის მხოლოდ მცირე მოცულობით, რაც მუდმივად მაღალ ხარისხსა და გემოს უზრუნველყოფს. ჩაის მდიდარი გემო და არომატი, რომელიც იმერეთის მაღალმთიანეთში გაშენებულ პლანტაციებში მიიღწევა, განაპირობებს თიამო-ს ორგანული ჩაის უნიკალურობას. ჩაი „თიამო“ საუკეთესო არჩევანია.